საქართველოს რკინიგზა ლიანდაგების ტექნიკურ მომსახურებას შეიძენს, რისთვისაც სახელმწიფო კომპანიამ 4 092 867 ლარიანი (დღგ-ს გარეშე) ტენდერი უკვე გამოაცხადა.
გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, ელექტრონული ვაჭრობის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, ხოლო ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
ახალი და ძველვარგისი რელსების შედუღების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით სატენდერო განცხადების მიღება 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
უახლესი