საქართველოს რკინიგზა ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებულ მომსახურებებს შეიძენს, საუბარია თხევადი უსუფთაობის გატანასთან დაკავშირებით საკანალიზაციო მომსახურების შესყიდვაზე, რისთვისაც კომპანიის ბიუჯეტი 39`341 ლარია.
სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკანალიზაციო საკონტროლო ჭების გასუფთავება, გაწმენდა და თხევადი უსუფთაობის გატანა. მიმწოდებელმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს საკანალიზაციო არხების მილების წმენდა მაღალი წნევის წყლის ჭავლით წმენდის მანქანით და ასენიზაციის მანქანის გამოყენებით, რომლის ტევადობა უნდა იყოს არანაკლებ 3 მ3.
უახლესი