დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რეზიდენტების მიერ თიბისის ბარათებით გერმანიაში განხორცილებული დანახარჯები თითქმის 10-ჯერ, ხოლო სხვა ქვეყნებში თითქმის 2-ჯერ გაიზარდა

საქართველოს რეზიდენტების მიერ თიბისის ბარათებით გერმანიაში განხორცილებული დანახარჯები თითქმის 10-ჯერ, ხოლო სხვა ქვეყნებში თითქმის 2-ჯერ გაიზარდა

28-06-2024 22:24:00

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია, რაც ასევე ქვეყნის ცნობადობისა და ეკონომიკის ზრდისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის „ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან“ მიმოხილვაშია ნათქვამი. 

„აღსანიშნავია, რომ საერთო აღიარებით, მე-12 მოთამაშის, - გულშემატკივრის წვლილი ამ წარმატებაში ფასდაუდებელია.

ჩემპიონატის მსვლელობისას, საქართველოს რეზიდენტების მიერ თიბისის ბარათებით გერმანიაში განხორცილებული დანახარჯები თითქმის 10-ჯერ, ხოლო ყველა ქვეყანაში ჯამური დანახარჯები თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ, ევროპის ჩემპიონატის ფაქტორის გარეშე, საქართველოში ტურისტული გადინებები შემოდინებებთან მიმართებით დაახლოებით 20%-ს, ხოლო ტურისტულ შემოდინებებში საკმაოდ მაღალი იმპორტ კომპონენტის გათვალისწინებით, დაახლოებით 35-40% შეადგენს, ეს მნიშვნელოვანი, თუმცა ისევ და ისევ, ძალზედ პროდუქტიული ინვესტიციაა! ამასთან, რა შეიძლება ითქვას ლარის კურსის მხრივ ამ ფაქტორის

გათვალისწინებით? ახლო მომავალში ამ ტიპის სავალუტო გადინება შემცირდება. ზუსტად როდის? ფსონს ვდებთ, რომ 14 ივლისის, ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ“,- ნათქვამია მიმოხლვაში.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები