დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფება საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე

საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფება საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე

11-09-2023 13:00:26

საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 61097 (სრულწლოვანი) მოქალაქე იმყოფება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დეპუტატის კითხვის პასუხად გაგზავნილი სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოს ყველაზე მეტი სრულწლოვანი აღრიცხვაზე საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში (8398) იმყოფება. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო (6837), ხოლო მესამეზე ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო (5721).

რაოდენობის მხრივ შემდეგ მოდის ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო - 4486 საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე. საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში აღრიცხვაზე 2281 საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება.

საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის დაფიქსირება, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აწარმოებენ.

სასურველია, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე. თუ საქართველოს მოქალაქე 6 თვეზე მეტი ვადით იმყოფება საზღვარგარეთ, იგი ვალდებულია, 6 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა, დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში ან განახორციელოს ეს პროცედურა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების მეშვეობით.

საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს 14 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის მზრუნველს ან მეურვეს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები