დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანია Georgia Capital-ი „არდი დაზღვევაში“ ინვესტირებას განახორციელებს

საქართველოს ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანია Georgia Capital-ი „არდი დაზღვევაში“ ინვესტირებას განახორციელებს

15-01-2024 12:08:00

სადაზღვევო კომპანია არდი ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადასვლის და სტრატეგიული გაყოფის შესახებ აცხადებს. ირკვევა, რომ ამიერიდან სადაზღვევო კომპანია არდი სტრატეგიულ გაყოფას განახორციელებს და ბაზარზე ორი კომპანიით გააგრძელებს ოპერირებას. 

"საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია არდი, რომელიც მომხმარებელთა მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი ლოიალობით, ნდობითა და კმაყოფილების ინდექსით გამოირჩევა, ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის.

განვითარების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია არდი სტრატეგიულ გაყოფას განახორციელებს და ბაზარზე ორი კომპანიით გააგრძელებს ოპერირებას. პირველი იქნება სრულად ლიცენზირებული, მულტიპროფილური რისკების მზღვეველი კომპანია სს „არდი დაზღვევა“, რომელიც მოემსახურება როგორც პერსონალურ სადაზღვევო რისკებს (მათ შორის ჯანმრთელობის), ისე ყველა ტიპის ქონებრივ (ქონება, ავტომობილები, ტვირთები და ა.შ) სადაზღვევო პროდუქტებს, ხოლო მეორე კომპანია - სს სადაზღვევო კომპანია „არდი P&C” ფოკუსირებული იქნება მხოლოდ ნიშურ სადაზღვევო პროდუქტებზე, როგორიც არის - ფინანსური რისკების (საბანკო გარანტიების) დაზღვევა და სავალდებულო დაზღვევის სახეობები. საწყის ეტაპზე ორივე კომპანია არდის ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს.

სტრატეგიული გაყოფის პარალელურად და მომავალი მრავალწლიანი განვითარების შესაბამისად, შეიცვლება არდის აქციონერთა სტრუქტურა და მულტიპროფილურ სს არდი დაზღვევაში ინვესტირებას მოახდენს საქართველოს ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანია - სს საქართველოს კაპიტალი („Georgia Capital“), რომლის აქციები 2018 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 30 მლნ ლარამდეა, რაც საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში განხორციელებული ინვესტიციის #ისტორიული #მაქსიმუმია.

როგორც სს არდი დაზღვევას, ისე სს Georgia Capital-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ სტრატეგიული განვითარების ეს მოდელი პირველია ქართული ბაზრისთვის, მაგრამ არაერთი წარმატებული მაგალითი აქვს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს.
გადაწყვეტილების ეს დასავლური მოდელი, ემსახურება კომპანიის სამომავლო, გრძელვადიანი განვითარების იმ ხედვას, რომლის მიხედვითაც, არდი უპასუხებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ფინანსური ინსიტუტების ბაზრის მაღალრეიტინგული კომპანიების რეგულაციებს. ტრანსფორმაციის ეს ახალი გზა არდის კიდევ უფრო წარმატებული მომავლის წინაპირობა იქნება", - აცხადებენ სადაზღვევო კომპანიაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები