საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი - ვიქტორ ორბანი ეწვია. უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან - ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი - ანა მარია შიკო დახვდნენ.
ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
უახლესი
20 საათის წინ
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO20 საათის წინ
ჯადოსნური საშობაო ბაზრობა შატო მუხრანში