საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად 147,973 TEU, (კონტეინერი) გადამუშავდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 46%-იან მატებას აჩვენებს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ფოთის ნავსადგურში, მარტის თვეში დაფიქსირებული მაჩვენებელი - 52,475 TEU აჭარბებს, რაც 2019 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელზე (51,272 TEU) მეტია.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-იან ზრდა ფიქსირდება გენერალური ტვირთების მიმართულებითაც.
2023 წლის პირველ სამ თვეში ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში გენერალურმა ტვირთმა 1,229,548 ტონა შეადგინა. აქედან ბათუმში, 107,176 ტონა, ფოთში - 115,589 ტონა გადამუშავდა.
ამასთან, საქართველოს ნავსადგურებში 39%-ით შემცირებულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა 1,190,301 ტონა, რაც განპირობებულია ბაქო-სუფსის მილსადენის ფაქტორით, შესაბამისად სუფსის ნავთობტერმინალს 2022 წლის აპრილიდან აღარ მიიუღია გემები (ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 2 გემი დამუშავდა 2023 წლის თებერვალში).
წინა წელთან შედარებით 23%-იანი კლება ფიქსირდება ასევე ნაყარი ტვირთების კუთხითაც, რომლის რაოდენობამ ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში 917,706 ტონა შეადგინა.
თუმცა ზოგადი კლების მიუხედავად, ბათუმში ნაყარი ტვირთის მოცულობა შენარჩუნდა (ბათუმი - 325,368 ტონა) და შარშანდელთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა.
საგულისხმოა, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით ნაყარი ტვირთების 112%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
უახლესი
5 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა