სამეგრელოში ლურჯი მოცვის მოსავლის აღება დაიწყო.
ფერმერი დილარ თოდუა ერთ-ერთი პირველია, ვინც სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით სარგებლობს. მან სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ლურჯი მოცვის ბაღი 2017, 2018, 2021 წლებში გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო.
როგორც ფერმერმა აღნიშნა, ბაღების გაშენებას და მეურნეობის გაფართოებას სამომავლოდაც გეგმავს.
დავით და დილარ თოდუებმა პროგრამით „დანერგე მომავალი“ 238,000 ლარის თანადაფინანსება მიიღეს; ბაღების გაშენებისა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობის მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა 1 მლნ ლარს აჭარბებს.~
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 127,9 მლნ ლარს აღემატება, სადაც სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო 16,6 მლნ ლარის ოდენობით ახორციელებს.
მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 69 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 9,8 მლნ ლარს აღემატება. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 41 მლნ ლარზე მეტით თანხით, 2,500 ჰა-ზე მეტ ფართობზე დაფინანსებულია ლურჯი მოცვის გაშენება, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში, 27 მლნ ლარზე მეტი თანხით, 1,500 ჰექტარზე ლურჯი მოცვის გაშენება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, ადგილობრივი ფერმერების, დავით და დილარ თოდუების ბაღში, ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.
უახლესი