საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე ბოლო პერიოდში მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სადაც აღნიშნულია, რომ ასოციაცია, აღებულ ვალდებულებებს ასრულებს.
„როგორც ცნობილია 2023 წლის 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებაში მოქმედებს დროებითი მოსაკრებელი 5 თვით, რომლის მიზანია ხორბლისა და ფქვილის აქამდე არსებული არათანაბარი საიმპორტო პირობების გათანაბრება.
აღნიშნულის პარალელურად საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ წისქვილკომბინატების ინდუსტრიის სახელით აღებულია ვალდებულებები:
- საქართველოს ბაზარზე პირველი ხარისხის ფქვილის ფასი არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის ზღვრულ ფასს რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე პურზე ფასის შენარჩუნებას
- საქართველოს წისქვილების მიერ საქართველოს ფერმერებისაგან როგორც ძველი ,ასევე ახალი მოსავლის სასურსათო ხორბლის მაქსიმალური რაოდენობის შესყიდვას გამომდინარე აღნიშნული ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებლებიდან (საბაზისო ითვლება მე 3 კლასის ხორბლის პარამეტრები) .
დღეის მდგომარეობით ორივე ვალდებულების, როგორც ბაზარზე პირველი ხარისხის ფქვილის ზღვრულ ფასის უზრუნველყოფა, ასევე ქართული ხორბლის მოსავლის მიღება წისქვილკომბინატების მიერ ხორციელდება აღებული ვალდებულებების შესაბამისად.
მიმდინარეობს წისქვილკომბინატების მუშა პროცესების აღდგენა და ახლო მომავალში ველოდებით წისქვილკომბინატების მიერ ხორბლის გადამუშავების ზრდას და შემდგომ სრული სიმძლავრეებით ამუშავებას, რაც თავის მხრივ ეტაპობრივად უზრუნველყოფს ქართული მოსავლის სასურსათო ხორბლის მიღების რაოდენობრივ გაზრდას
- გვინდა აღვნიშნოთ, რომ როგორც ძველი ასევე ახალი მოსავლის შესყიდვას ახორციელებენ საქართველოს ყველა რეგიონის როგორც ასოციაციის წევრი ასევე არაწევრი წისქვილკომბინატები და ელევატორები ყველა კომპანიისა თუ ფერმერისაგან განურჩევლად იმისა არის თუ არა იგი რომელიმე გაერთიანების ან ასოციაციის წევრი თუ აბარებს ხორბალს ინდივიდუალურად .
ერთადერთ პირობას წისქვილკომბინატების მიერ ხორბლის შესყიდვისა წარმოადგენს ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებლის შესაბამისობა სასურსათო ხორბლის პარამეტრებთან(მე 3 კლასი) .
რაც შეეხება ქართული ხორბლის შესასყიდი ფასს, ფასი ცვალებადია და ისტორიულად ფორმირდება და სწორდება იმპორტირებული ხორბლის შესაბამისი სასურსათო ხორბლის ხარისხებიდან გამომდინარე (საბაზისოდ ითვლება მე 3 კლასის ხორბლის პარამეტრები). დღეის მდგომარეობის აღნიშნული ფასი 650 ლარი /ტონის ფარგლებში მერყეობს.
საქართველოს წისქვილკომბინატები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ მიერ აღებულ ორივე ვალდებულების უპირობო შესრულებას - ქვეყანაში პირველი ხარისხის ფქვილის ზღვრული ფასით პურის ფასის შენარჩუნების, ასევე სასურსათო ხარისხის ქართული ხორბლის შეუფერხებელ რეალიზებას მთელი წლის განმავლობაში .
საქართველოს წისქვილკომბინატების ნუსხას რეგიონების მიხედვით:
“ჯეომილი“ -თბილისი, „ბევრილი ჯგუფი“ თბილისი, „გლობალმილინგი“ თბილისი, „პროგრესი „რუსთავი , „აგროსისტემები“ მარნეული, „ჯეო გრეინი“ მარნეული ,“ წნორის ელევატორი , წნორის წისქვილკომბინეტები , დედოფლისწყაროს ელევატორი , კაჭრეთი, „კარმენი“ გორი, „ქართული მარცვალი“ გორი, „ხელი ხელს“ გორი, „გვანცა“ გორი, წნორის წისქვილკმბინატი, წნორის ელევატორი, საგარეჯოს წისქვილი, „ლიდერი“ ქუთაისი , „ბარაქა“ სენაკი, „ცერერა“ ზუგდიდი , „ბევრილი ჯგუფი“ ფოთი, „გურიაექსპრესი“ ოზურგეთი, „ბარაქა 2005“ ბათუმი, „ურეხი“ ბათუმი, „იმპერიალი“ ბათუმი, „ნაშ 3“ ბათუმი“, - აცხადებენ ასოციაციაში.
უახლესი
30 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს49 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”