დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს IT სექტორში საშუალო ხელფასი 6,940 ლარია

საქართველოს IT სექტორში საშუალო ხელფასი 6,940 ლარია

27-05-2024 16:30:00

2022-23 წლებში დასაქმება მკვეთრად გაიზარდა და IT სექტორი ყველაზე მაღალანაზღაურებადი დარგია, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის IT სექტორის კვლევაშია ნათქვამი. 

IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა მიგრანტების ეფექტს და სხვა სექტორებიდან მუშახელის რელოკაციას უკავშირდება. ჩვენი შეფასებით, სექტორში დასაქმებულების 70-75% უცხოელია.

IT სექტორის შემოსავლები 2023 წელს 2.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, აქედან 2.1 მილიარდი ლარი სერვისის ექსპორტით დაგენერირდა. ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი 26% აშშ-ში განხორციელდა, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (15%) და მალტა (11%). IT სექტორის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები: სექტორის ზრდას თავდაპირველად საგადასახადო შეღავათებმა მისცა ბიძგი.

2022 წლიდან სექტორის ზრდა დაჩქარდა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საერთაშორისო კომპანიების და IT სპეციალისტების საქართველოში რელოკაციის შედეგად. სხვა ხელშემწყობი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ინტერნეტის დაბალი ფასი, სამუშაო მაგიდის კონკურენტული ღირებულება და ცხოვრების დაბალი ხარჯები გლობალურად მიმზიდველ სხვა ლოკაციებთან შედარებით. მიმზიდველობას ასევე აძლიერებს უცხოელი სპეციალისტებისთვის მისაღები გარემო და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა.

სამუშაო ძალა და ხელფასები. IT სექტორში დასაქმებულების რაოდენობამ 2023 წელს 30.2 ათასი ადამიანი შეადგინა, როცა დარგი 2021 წელს 5,000- მდე ადამიანს ასაქმებდა. ამასთან, საშუალო ხელფასი ამ სექტორში 6,940 ლარია, რაც გაორმაგებულია 2021 წელთან შედარებით. კომპანიების რაოდენობა. IT სექტორში 24,117 კომპანია ოპერირებს. აქედან, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიების რაოდენობა 72-ია და დანარჩენი ძირითადად უცხოელი ინდივიდუალური მეწარმეები არიან, რაც მიგრანტების ეფექტს უკავშირდება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები