2022 წელს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტების რაოდენობა 374 ათას აბონენტამდე გაიზარდა. შესაბამისად გაიზარდა კომპანიის შემოსავლებიც.
როგორც ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშია აღნიშნული, 2022 წელს კომპანიის საოპერაციო ხარჯები გაიზარდა 451 178 ათას ლარამდე, რაც მოიცავს გრძელვადიანი აქტივების გაუფასურების ხარჯსაც ( 342 037 ათასი ლარი). კომპანიამ 2022 წელი დაასრულა 129 მლნ ლარის ზარალით.
„შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უკანასკნელ წლებში სტაბილურად აჩვენებს საოპერაციო ზარალს, რაც განპირობებული უნდა იყოს ტარიფის სოციალური ბუნებით და შესაძლო სხვა გაუცხადებელი კვაზი-ფისკალური აქტივობებით.
2022 წელსაც კომპანია განიცდის 2021 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილ საოპერაციო ზარალს, რაც უმთავრესად განპირობებულია გრძელვადიანი აქტივების გაუფასურების ხარჯით (342 მლნ ლარი)“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ირკვევა, რომ კომპანიისთვის გამოწვევად რჩება ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, წყლის დანაკარგების შემცირება, აღრიცხვის სისტემების დახვეწა და სატარიფო პოლიტიკა.
„2022 წელს კომპანიის საერთო შემოსავლიდან 80 მლნ ლარი წარმოადგენს სახელმწიფოსგან მიღებულ სუბსიდიას, რაც გამოყენებული უნდა იყოს 2023 წელს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული სასესხო ვალდებულების დასაფარად.
კომუნალური სექტორის არაკომერციულობა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, გარკვეულწილად გამართლებულია, თუმცა, აუცილებელია არაკომერციული კომპონენტების გამჭვირვალე პროცედურით კომპენსირება. შედეგად, შესაძლოა უცვლელი დარჩეს სუბსიდიების დონე, თუმცა, დადგინდეს კომერციული ტარიფი და შესაბამისი მეთოდოლოგიით დასუბსიდირდეს ტარიფი“, - წერია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში, რომელიც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თან ახლავს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ძირითადი საქმიანობაა: წყლის მოპოვება, დამუშავება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში
აბონენტებისათვის სასმელი და ტექნიკური წყლის მიწოდება; წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების
პროექტირება, მშენებლობა, ექსპლუატაცია და ოპერირება.
უახლესი
18 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება