დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა

11-09-2023 11:43:11

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 5 სექტემბერს 2-წლიანი 40 მლნ ლარის (15.2 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა.

„ამასთან, მოთხოვნა 1.7-ჯერ მაღალი იყო .და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.069პპ-ით შემცირდა და 8.336% შეადგინა“, - ამის შესახებ  Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.

ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 5 სექტემბერს 6-თვიანი 20 მლნ ლარის (7.6 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა.

ამასთან, მოთხოვნა 2.0-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.110პპ-ით გაიზარდა და 9.463% შეადგინა.

უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2023 წლის 12 სექტემბერს, სადაც 1-წლიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 10-წლიანი 25 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები