დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების წევრები Coca-Cola-ს ბოთლზე

საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების წევრები Coca-Cola-ს ბოთლზე

08-05-2023 16:26:00

 

საქართველოში გასამართი 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სამზადისის პერიოდში, კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ახალი შეფუთვების წარმოება დაიწყო, რომლებზეც ნაკრების ფეხბურთელები არიან გამოსახული.

პირველი ეტიკეტის ბეჭდვა დღეს დაიწყო და მასზე ხვიჩა კვარაცხელიაა გამოსახული. ეტიკეტები სხვა ფეხბურთელების გამოსახულებით მაღაზიებში მალე გამოჩნდება.

ხვალიდან ეტიკეტებზე გიორგი მამარდაშვილის, ზეგიდან კი ზურიკო დავითაშვილის გამოსახულებიანი შეფუთვები დამზადდება. სულ მალე Coca-Cola-ს ბოთლებზე ნაკრების ოცდაორივე ფეხბურთელის ფოტო იქნება გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ კოკა-კოლა ეროვნული ნაკრებისა და 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის აქტიური მხარდამჭერია.

UEFA-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე წლის 21 ივნისიდან - 8 ივლისი ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები