დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ენერგოსექტორი ნაკლებად ხდება იმპორტზე დამოკიდებული - თიბისი კაპიტალი

საქართველოს ენერგოსექტორი ნაკლებად ხდება იმპორტზე დამოკიდებული - თიბისი კაპიტალი

12-04-2024 17:00:00

საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი - სამომავლო პერსპექტივები, თიბისი კაპიტალმა ახალი პუბლიკაცია წარადგინა. 

2015-2023 წლის პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგიის სექტორში ჯამურად 1.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ელექტროენერგიის ჯამური დადგმული  სიმძლავრე 549 მგვტ-ით გაიზარდა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ჰიდროენერგიის მაქსიმალური პოტენციალის 47%, ქარის ენერგიის - 2%, მზის ენერგიის კი 0% აქვს ათვისებული. 

ელექტროენერგიის მოხმარების გრძელვადიანი ტენდენცია მზარდია. პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5.1%-ით გაიზრდება. 

  • დღეისთვის, ელექტროენერგიის ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 4,600 მეგავატს შეადგენს.

2017 წლიდან, PPA-ზე მორატორიუმის გამოცხადების შედეგად, დარგში ინვესტირება შენელდა. ახალი მხარდამჭერი მექანიზმი კი დარგის გააქტიურებას გამოიწვევს.

2023 წელს ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 74% ჰიდროსადგურებმა, 26% - თბოსადგურებმა, 4.6% კი ქარის სადგურებმა გამოიმუშავეს.

2015-2023 წლებში, ჰიდროგენერაცია 28%-ით, თბოგენერაცია კი 42%-ით გაიზარდა. ზრდებს შორის სხვაობა განახლებადი რესურსების დამატებით საჭიროებაზე მიანიშნებს. 2026 წლისთვის, ელექტროენერგიის გამომუშავება 16.3 ტვტ. საათს მიაღწევს, ძირითადად, ჰიდროენერგიის ხარჯზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსექტორი ნაკლებად ხდება იმპორტზე დამოკიდებული და გენერაციის მზარდი წილი გადის ექსპორტზე. 2023 წელს გენერაციის 10% გავიდა ექსპორტზე.

2029 წელს დაგეგმილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის გაშვება, რომელიც წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას და საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემების  ერთმანეთთან დაკავშირებას ითვალისწინებს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საქართველოსა და აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს, გაფართოებული საექსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობებით ისარგებლონ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. 

თიბისი კაპიტალმა, ელექტროენერგიის ბაზრის წამყვან მოთამაშეებთან ერთად, ელექტროენერგიის მოხმარების, გენერაციისა და ფასის ტენდენციები, ბაზრის სამომავლო განვითარება, ექსპორტის პოტენციალი და დარგში ინვესტირებამდე გასათვალისწინებელი ფაქტორები მიმოიხილა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები