დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ეკონომიკური ზრდის რეალური რეზულტატი უფრო მაღალია, ვიდრე პროგნოზი - მიხეილ დუნდუა

საქართველოს ეკონომიკური ზრდის რეალური რეზულტატი უფრო მაღალია, ვიდრე პროგნოზი - მიხეილ დუნდუა

01-11-2024 11:39:00

ქართული ანალიტიკოსების პროგნოზს, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიტიკური ტურბულენტობა ხანმოკლე იქნება, რომელიც ეკონომიკის მოკლე და საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივას ვერ შეცვლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილეც ეთანხმება. მიხეილ დუნდუამ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ იმ პოლიტიკურ ტურბულენციას, რომელიც გაზაფხულიდან შეინიშნებოდა, მნიშვნელოვანი ეფექტი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე არ ქონია, რასაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების განახლებული პროგნოზებიც მეტყველებს. 

„აბსოლუტურად ვიზიარებ ანალიტიკოსების მოსაზრებას, რომ მას ხანმოკლე ეფექტია და ისეთი ეფექტი არ აქვს, რომ დრამატულად რაიმე შეცვალოს ან დააზიანოს ეკონომიკა. ეს კარგად გამოჩნდა მიმდინარე თვეების განმავლობაში. პოლიტიკურად დაძაბული ვითარება მთელი გაზაფხულის განმავლობაში შეინიშნებოდა და ეს საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა მიუხედავად ამისა ეკონომიკურ ზრდის ტემპი გაიზარდა. როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტებმა განახლებული პროგნოზები გამოაქვეყნეს, რეალურად უფრო მაღალი იყო ვიდრე გაზაფხულის პროგნოზები. არამხოლოდ ჩვენ და ადგილობრივი ანალიტიკოსები, საერთაშორისო სივრცეშიც კი მოდელირებულად, მათემატიკურად, ეკონომიკური ზრდის მოდელზე დაფუძნებით ცხადად აქვთ იმის წარდგენა, რომ საქართველოს ეკონომიკა განუხრელად გაიზრდება, უფრო მაღალი ტემპებით ვიდრე ადრე ფიქრობდნენ, რომ გაიზრდებოდა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ რეალური რეზულტატი უფრო მაღალია ვიდრე პროგნოზი, ჩვენ უფრო დიდი შედეგებს უნდა ველოდოთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. 

მიხეილ დუნდუას თქმით, ინკლუზიური თვალსაზრისით საქართველოს ეკონომიკის ყველა დარგში შეინიშნება პროგრესი და ყველა ეს დარგი საინტერესოა ინვესტორებისთვის. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები