დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9.4%-ით გაიზრდება - თიბისი კაპიტალი

საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9.4%-ით გაიზრდება - თიბისი კაპიტალი

23-10-2024 15:53:00

დაზუსტებული საბაზო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9.4%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული. 

თბისი კაპიტალის ცნობით,  ტრადიციულ ტურიზმთან ერთად, მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი დაკრედიტების რეალური ზრდაა.

„ლარის კურსის კუთხით, ჩვენი, როგორც მიმდინარე ტენდენციის შეფასება, ასევე პროგნოზი უცვლელია

 საკუთრივ, საგრძნობლად მომატებულია სენტიმენტების ფაქტორის მნიშვნელობა, რაც, როგორც ჩანს, პოტენციური გაუფასურების მოლოდინების ფონზე ბაზარზე უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მნიშვნელოვან ზრდაში აისახება 

 ეორე მხრივ, ერთგვარად, აღნიშნულიც სწორედ ბუფერია, რაც სენტიმენტების ცვლილებისას უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს, თუმცა, თუ აშშ დოლარი საერთაშორისო ბაზრებზე არ დასუსტდა, გამყარების ზეწოლა დიდწილად სებ-ის მიერ რეზერვების შევსებაში აისახება 

 დოლარის გლობალური გამყარების ფონზე, პროექტების დაფინანსებისთვის ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენი რჩევაა აქცენტის შედარებით გრძელვადიან ინდიკატორებზე გაკეთება, რაც დააზღვევს პროციკლური ქცევით მიღებულ დანაკარგებს

საყურადღებოა, რომ, ისტორიულად ამ ჩარჩოს გამოყენების შემთხვევაში, საქართველოში კორპორატიულ სექტორს 25%-დან 35%-მდე ნაკლები ვალი ექნებოდა, არა სესხის ნაკლები მოცულობის გამო, არამედ - პორტფელში ლარი/ევრო/დოლარის ოპტიმალური წილების განსაზღვრისას, საშუალოვადიანი ინდიკატორების გამოყენების შედეგად“, - განმარტავენ თიბისი კაპიტალში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები