საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კომპანია „ქართველი" შეუერთდა, რომელიც ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა და უახლესი და ულტრათანამედროვე გერმანული და იტალიური ტექნიკით აღჭურვილი ღვინის ქარხანა და ვისკის სახდელი ქარხანა გააჩნია. აღსანიშნავია, რომ „ქართველი" პირველი და ერთადერთი ქართული ვისკის Jimsher-ის მწარმოებელია.
კომპანიას გაშენებული აქვს სხვადასხვა ადგილწარმოშობის დასახელების მიკროზონის ვენახები და ასევე 500-მდე ქართული და უცხოური ვაზის ჯიშის საცავი ქარხნის ტერიტორიაზე. დღეს „ქართველი"ცოლიკოურის, ჩხავერის, ქინძმარაულისა და ახაშენის იშვიათ და უნიკალურ ვენახებს საქართველოს მიკროზონებში ამუშავებს.
„ქართველ"-ს დანერგილი აქვს ISO 22000:2018 ხარისხის მართვის სისტემა, მისი პერსონალი პერიოდულად გადის კვალიფიკაციის ამაღლებასა და ფლობს ყველა თანამედროვე ტექნოლოგიას.
„მივესალმებით კომპანია „ქართველს" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დიდ ოჯახში. კომპანიის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქცია და ამავდროულად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა გააცნოს. ასეთი მაღალი ხარისხისა და ტექნოლოგიების მეშვეობით წარმოება მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და სარგებლის მომტანი იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა