საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მათ ინტერესებსა და საჭირობებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. მომხარებელთა წახალისების მიზნით, გზავნილის კურსის აქცია გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, მარტის ბოლომდე საქართველოს ბანკის მომხმარებელს გზავნილის განსაკუთრებული კურსით სარგებლობა შეუძლია.
აღნიშნული აქცია, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს ბანკის დისტანციურ არხებში (მობილბანკსა და ინტერნეტბანკში) თანხის მიღებისას, შეღავათიანი კურსით დააკონვერტიროს თანხა, როგორც ლარში, ასევე დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში. ეს შეთავაზება ვრცელდება ვესტერნიუნიონის, მანიგრამის, რიკოგრამის, კონტაქტის, ინტელექსპრესისა და რიას გზავნილის სისტემებითმიღებულ გზავნილებზე.
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აღნიშნული აქციით ნებისმიერი ქვეყნიდან მიღებული გზავნილების შემთხვევაში ისარგებლოს (რუსეთის გარდა)
აქცია ძალაშია 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების ინტერესებს დროულად ვუპასუხოთ. შესაბამისად, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ისეთი შეთავაზებები შვქმნათ, რომლებიც მათ საჭიროებებს დააკმაყოფილებს. გზავნილის კურსის აქციის სარგებლობის შესაძლებლობა მომხმარებლებს დეკემბრის ბოლომდე ჰქონდათ, თუმცა მაღალი ინტერესისა და მოთხოვნის გამო, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, აღნიშნული აქცია კიდევ სამი თვით გაააგრძელოს, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მარტის ბოლომდე, თანხის დაკონვერტირებისას მიიღოს დამატებითი ბენეფიტი. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლებზე ზრუნვასა და ახალი შეთავაზებების შექმნას“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
უახლესი