დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკისა და  კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდის ისტორია

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდის ისტორია

15-07-2024 15:10:00

საქართველოში პირველი STEM ოლიმპიადის ფინალი დასრულდა. პროექტი სკოლის მოსწავლეებისტექნოლოგიებით, ინჟინერიითა და საბუნებისმეტყველო საგნების დაინტერესების მიზნით კომაროვისსკოლისა და საქართველოს ბანკის ინიციატივით შეიქმნა.

 

პირველ, თეორიულ ტურში 200-მდე სკოლის გუნდი ჩაერთო, რომელთაგანაც თითოეულმა სკოლისტრადიციულ საგნებშიფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში  ტესტირება გაიარა. საბოლოოდ,პრაქტიკულ ტურში კი მონაწილეებმა ინჟინრული დავალებები შეასრულეს და ჭკვიანი სახლის პროექტებიშექმნეს. ფინალურ ეტაპზე 200-მდესკოლის გუნდიდან 10 საუკეთესო გადავიდა. “ქართულ-ამერიკულისკოლისგუნდმა, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ყველა პრაქტიკულ დავალებას საუკეთესოდ გაართვათავი, ყველაზე ადრე დაასრულა ნაშრომზე მუშაობა და პირველი ადგილიც დაიკავასაქართველოს ბანკისდაფინანსებით გუნდივასილ გოგოლაძე, არჩილ ბერაია, ვატო გოგია, თორნიკე გაბელია, ნიკაყულოშვილი, სანდრო ნაზღაიძეჟენევაში CERN-ის კვლევით ლაბორატორიაში, მენტორთან ერთადგაემგზავრება, ,,ქართულ-ამერიკულ სკოლაშიკი შეიქმნება მულტიფუნქციური სივრცე, რომელიცაღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ტექნიკითა და STEM ინვენტარით.

 

გამარჯვებული გუნდის მენტორმა, გოგა სუქნიძემ, გვიამბო, რა გზა გაიარეს მოსწავლეებმა პირველ STEM ოლიმპიადაში გამარჯვებამდე:

 

შესარჩევი ეტაპი

 

ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩემი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს ზუსტ და საბუნებისმეტყველომეცნიერებათა შემსწავლელი კლუბებიამ კლუბის მოსწავლეებმა გამოთქვეს ოლიმპიადაშიმონაწილეობის სურვილი და მთხოვეს მენტორობა და სხვა მონაწილეების შერჩევაში დახმარება. რა თქმაუნდა, სიამოვნებით დავთანხმდიმონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო ჩავატარეთ შიდატესტირება ფიზიკასა და მათემატიკაში. ტესტის შედეგების გაანალიზებამ საშუალება მოგვცა,ჩამოგვეყალიბებინა ისეთი გუნდი, რომელიც მზად იქნებოდა შრომისა და წარმატების მიღწევისათვის.

 

სამზადისი

 

ოლიმპიადის ორივე ტურისთვის მოსამზადებლად ვცდილობდით, მაქსიმალურად გამოგვეყენებინაკომაროვის სკოლის მიერ შემოთავაზებული კურსები, რომლებსაც მუდმივად ვესწრებოდით ან ვუყურებდით ჩანაწერებს. კურსები ერთდროულად საინტერესოც იყო და სახალისოც. შეხვედრების გარდადამოუკიდებლადაც ვიკრიბებოდით, ვარჩევდით ლექციაზე ახსნილის მსგავს ამოცანებს. ორივეეტაპისთვის ვატარებდით ოლიმპიადის სიმულაციებს და შედეგების გაანალიზებით ვცდილობდით,შეგვემუშავებინა საუკეთესო სტრატეგია. ფინალურ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე კი მოსწავლეებმაფინალური ტურის სიმულაცია გაითამაშეს. 6 საათის განმავლობაში ერთ ოთახში შევიდნენ და მთელი დრომხოლოდ ამოცანების ამოხსნას დაუთმეს ზუსტად ისე, როგორც ოლიმპიადაზე ელოდათ.

 

ჩვენი სკოლის რობოტიკისა და ელექტრონიკის კლუბის ხელმძღვანელი, დემეტრე საზონოვი,განსაკუთრებით დაგვეხმარა საფინალო სამზადისისთვის. დემეტრე გვაძლევდა დავალებებს, შემდეგერთად განვიხილავდით შესრულებული დავალების ხარვეზებს და ვცდილობდით გაუმჯობესებას. ჩემიაზრითსწავლების საუკეთესო გზა სწორედ ასეთი პრაქტიკული მიდგომა არის.

 

ფინალი

 

გუნდის 6-ვე მონაწილე 6 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად და ერთობლივად მუშაობდა ინჟინერიისდავალებებზე. ჩვენმა გუნდმა ყველაზე ადრე დაასრულა მუშაობა, რამაც თავდაჯერებულობა შემატამოსწავლეებს. ემოციებით დატვირთული და ამაღელვებელი იყო მომენტი, როდესაც  პროექტის მენეჯერი,გიორგი ლომიძე, ყველა მონაწილის თანდასწრებით ჟიურის წინაშე პუნქტ-პუნქტად ამოწმებდამოსწავლეების მიერ აწყობილ პროექტს. ამ დროს ყველამ დავინახეთ, რომ ყოველი ნაბიჯი, ყოველიდეტალი აბსოლუტური სიზუსტით იყო შესრულებული ჩვენი მოსწავლეების მიერ. სწორედ ამიტომ, პირველი ადგილიც დავიმსახურეთ.

 

სამომავლო გეგმები

 

ოლიმპიადაში გამარჯვება ჩვენთვის  პატივი და მოტივაციაა. გვინდა, ჩვენს სკოლაში უფრო პოპულარულიგავხადოთ STEM სწავლება. შემდეგი წლისთვისქართულ-ამერიკულ სკოლაშიჩამოყალიბდება STEM მიმართულების საგნების შემსწავლელი კლუბები, რომლებშიც მონაწილეობის მიღებას შეძლებენ როგორცჩვენი, ასევე სხვა სკოლის მოსწავლეებს.

 

ფინალში გამარჯვება და მთავარი პრიზის მოპოვება ემოციური იყო გუნდის წევრებისთვის. როგორც თავადამბობენ, ეს გამარჯვება დიდი სტიმულია შემდეგი წარმატებებისთვისა და პროფესიულიგანვითარებისთვის:

 

 ,,აქამდე დარწმუნებული არ ვიყავი შევძლებდი თუ არა ინჟინერიის კარგად სწავლას, არ ვიყავისირთულეებისთვის მზად, მაგრამ ამ ოლიმპიადამ დამარწმუნა, რომ როცა შრომობ და თავს არ ზოგავ,აუცილებლად მიაღწევ დასახულ მიზანს. ჟენევაში CERN-ის ლაბორატორიაში გამგზავრება ყველაზესაინტერესო გამოცდილება იქნება ჩემთვის. ვფიქრობ, მსოფლიო დონის მეცნიერებთან გასაუბრება დამათგან რჩევების მიღება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩემს სამომავლო გეგმებში”- გვიყვება ნიკაყულოშვილი.

 

 ,,მინდა მომავალში პროგრამირება სიღრმისეულად შევისწავლო. სტემ ოლიმპიადა უნიკალურიგამოცდილება იყო ჩემთვისმიღებული ცოდნითა და  ახალი სასკოლო ლაბორატორიის დახმარებით მინდასკოლაში რობოტიკის კლუბის ხელმძღვანელი გავხდე და შედარებით დაბალი კლასის მოსწავლეებივამეცადინო STEM მიმართულებით” – ამბობს სანდრო ნაზღაიძე.

 

STEM ოლიმპიადის პირველი სეზონი წარმატებით დასრულდა, თუმცა პროექტი გრძელდება, იზრდება და იხვეწება. საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს მოსწავლეებისთვის  საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას, საბუნებისმეტყველო საგნებისა და მომავლის პროფესიების სწავლების წახალისებას. ასე რომ, თვალი ადევნეთ სიახლეებს და არ გამოტოვოთ შანსი გახდეთ  ყველაზე საინტერესო და განსხვავებული ოლიმპიადის მეორე სეზონის მონაწილეები, რომელზე რეგისტრაციაც ოქტომბერში გამოცხადდება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები