დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკისა და Georgia Capital-ის აქციები ლონდონის ბირჟაზე გაძვირდა

საქართველოს ბანკისა და Georgia Capital-ის აქციები ლონდონის ბირჟაზე გაძვირდა

24-07-2023 11:20:24

გალთ & თაგარტის მიერ გამოქვეყნებული 17–21 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე უმეტესად გაზრდილია. მცირედი კლება თიბისი ბანკის ჯგუფის აქციებზე დაფიქსირდა.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 31.75 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +3.42% წინა კვირასთან შედარებით და +2.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 234 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.30 - 32.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.10 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -0.40% წინა კვირასთან შედარებით და -2.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 245 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.55 - 25.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 28 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.98 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +4.54% წინა კვირასთან შედარებით და +8.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 97 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.50 - 8.98 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 24 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები