საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, იდეათეკის პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა და ამჯერად, გამონაკლისის სახით, ახალი სივრცე დაბა მანგლისში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაში გაიხსნა.
იდეათეკაში ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაშიგანთავსებული 3000-მდე წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – კომპიუტერებითა და პროექტორებით. ახალ სივრცეში მოწყობილია STEM კუთხეც, სადაც ახალგაზრდები გაეცნობიან მომავლის პროფესიების საფუძვლებსა და STEM მეცნიერების ბაზისებს.
ინიციატივის ფარგლებში, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომის გასაზრდელად, რიგით 23-ე იდეათეკა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა. იდეთეკა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და ახალგაზრდებისთვის შექმნის სწავლის, შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას.
„წლებია, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 რეგიონის 22 სკოლის 12 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეზე. ახლა კი იდეათეკა მანგლისში, საჯარო ბილბიოთეკის შენობაში გაიხსნა. გვჯერა, მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე ადგილობრივ ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, ყოველდღიურად შეიმეცნონ რაღაც ახალი და შეიქმნან ბაზისი მომავალი კარიერული თუ პიროვნული განვითარებისთვის. საქართველოს ბანკში კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა და გვჯერა, რომსწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს. ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ საქართველოს მასშტაბით იდეათეკების გახსნას და ხარისხიანი განათლების კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისმიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის იდეათეკები ფუნქციონირებს ხურვალეთში, დიცში, თბილისში, ფოთში, პანკისში, ზემო ნიქოზში, ახალქალაქში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ჯვარში, ჩოხატაურში, ნაბეღლავში, ერისიმედში, ლამბალოში, უდაბნოში, საბათლოში, ზუგდიდში, შინდისში, მუხრანში, ბოლნისში, ახალციხესა დაქედაში.
უახლესი