დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ელექტრონული კომერციის დღე გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ელექტრონული კომერციის დღე გაიმართება

14-11-2024 16:34:00

საქართველოში უკვე მეორედ, 29  ნოემბერს, ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება - Ecommerce Day 2024 გაიმართება. ღონისძიების მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის გარემოს ხელშეწყობა,  ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება, გამოცდილების გაზიარება და სტრატეგიული პატრნიორობის შექმნაა.

ღონისძიებაზე ისეთი კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ, როგორიცაა: Amazon Web Services, eBay, Flitt და ბევრი სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი. ქართველი და უცხოელი სპიკერები კი აქცენტს გააკეთებენ რეგიონალური სიახლეების, ინოვაციების, საქართველოში ელექტრონული კომერციისა და სხვა საინტერესო თემებზე.

“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია. საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებისა და ამ მიმართულებით მომუშავე ბიზნესების გაძლიერების მიზნით კი ბანკი არაერთი აქტივობის მხარდამჭერია.  სწორედ ამიტომ, წელს უკვე მეორედ, ბანკი  ელექტრონული კომერციის დღის პარტნიორია. ღონისძიების მიზანია, ერთის მხრივ, დამსწრე აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული სფეროს სიახლეების, ტრენდებისა და ინოვაციების შესახებ, მეორეს მხრივ კი ბიზნესებს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესაძლებლობა მისცეს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Ecommerce Day 2024 – ის ღონისძიების ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ აქ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები