დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს 4 ქალაქი, სადაც სკოლებში ყველაზე მეტი მოსწავლეა

საქართველოს 4 ქალაქი, სადაც სკოლებში ყველაზე მეტი მოსწავლეა

16-07-2023 18:00:37

საქართველომ თითქმის სრულ დასწრებას მიაღწია სკოლებში, 95%-ზე მეტი ჩარიცხვის წმინდა მაჩვენებლით. სკოლის ასაკის მოსახლეობა მცირდებოდა 2013 წლამდე, მაგრამ მას შემდეგ აღმავალი ტენდენციაა, რაც გაუმჯობესებული დემოგრაფიული ტენდენციებით აიხსნება.

გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, საქართველოში სკოლებში 633.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა 2022-23 წლების მონაცემებით.

„ჩვენ ველოდებით ზრდას 647.3 ათას მოსწავლემდე 2027/28 სასწავლო წლისთვის, რაც განპირობებულია ახალშობილთა რაოდენობის ზრდით 2014-18 წლებში“, - ნათქვამია კვლევაში.

სკოლების რაოდენობა 2022/2023 წლებში

  • 2,302 სკოლა - 9,4% კერძო, 90,6% საჯარო. 

 

მოსწავლეების და სკოლების რაოდენობა რეგიონების მიხედვით, 2022-2023

 

  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 261 სკოლა, 45,605 მოსწავლე;
  • რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო სვანეთი - 68 სკოლა, 2,883 მოსწავლე;
  • შიდა ქართლი - 171 სკოლა, 39,454 მოსწავლე;
  • მცხეთა-მთიანეთი - 88 სკოლა, 12,821 მოსწავლე
  • კახეთი - 192 სკოლა, 45,547 მოსწავლე;
  • თბილისი - 287 სკოლა - 224,081 მოსწავლე;
  • ქვემო ქართლი - 267 სკოლა, 74,253 მოსწავლე საიდანაც: რუსთავი 23,701 მოსწავლე
  • სამცხე-ჯავახეთი - 206 სკოლა, 24,477 მოსწავლე;
  • იმერეთი - 393 სკოლა, 80,829 მოსწავლე - საიდანაც: ქუთაისი 33,203 მოსწავლე
  • აჭარა - 253 სკოლა, 66,440 მოსწავლე საიდანაც: ბათუმი 39,483 მოსწავლე;
  • გურია  -101 სკოლა, 14,490 მოსწავლე

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები