დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველომ სრულად უნდა ისარგებლოს „შუა დერეფანში“ ხელსაყრელი მდებარეობით - კატარინა ბიორლინ ჰანსენი

საქართველომ სრულად უნდა ისარგებლოს „შუა დერეფანში“ ხელსაყრელი მდებარეობით - კატარინა ბიორლინ ჰანსენი

12-09-2023 09:00:33

საქართველომ სრულად უნდა ისარგებლოს „შუა დერეფანში“ ხელსაყრელი მდებარეობით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა, რომელიც წლების განმავლობაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის ოფისს ხელმძღვანელობდა, უკვე EBRD-ის მოლდოვის ოფისს ხელმძღვანელობს.

„არსებობს გადაუდებლობის განცდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით ვაჭრობის გასაადვილებლად. ეს არის რეალური შესაძლებლობა საქართველოსთვის!

ენერგეტიკული უსაფრთხოება საკვანძოა, მაგრამ უსაფრთხოების გარდა, განახლებადი ენერგიის ინვესტიციები პერსპექტიული სფეროა უცხოური და შიდა ინვესტიციებისთვის. განახლებადი ენერგიის პროგრამები, რომელიც გულისხმობს ჰესებს, მზის და ქარის ენერგიის გამოყენებას, უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად“, - ამბობს კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

მანამდე EBRD-მა შუა დერეფნის ეფექტურობა შეაფასა. 

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი) აკავშირებს აზიასა და ევროპას ყაზახეთისა და კასპიის ზღვის გავლით. საქონელი კავკასიაში შედის ბაქოს პორტის გავლით, შემდეგ ხვდება  საქართველოში, საიდანაც არის ორი ალტერნატიული გზა ბულგარეთის ან რუმინეთის გავლით ევროკავშირში ჩასვლამდე. ასევე არის სახმელეთო მარშრუტი თურქეთის გავლით ან საზღვაო მარშრუტი შავი ზღვის გავლით. „მიუხედავად იმისა, რომ  ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი უფრო მოკლეა ვიდრე ჩრდილოეთის დერეფანი (7000 კმ), ტვირთების გადაზიდვის ვადები ამჟამად აპროგნოზირებადია. პროცესი შესაძლოა, 14-დან 45 დღემდე მერყეობდეს, მაგრამ შესაძლოა, გარემოებიდან გამომდინარე 60 დღემდეც დასჭირდეს,“ - ამბობენ EBRD-ის ანალიტიკოსები. 

EBRD. შეფასებით, შუა დერეფანი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის გამოვლინდა როგორც ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო რგოლი. 

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი"  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ასევე ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები