საქართველოდან ოქროს ექსპორტი იზრდება. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში საქართველომ ექსპორტზე 10,368.14 ათასი დოლარის ღირებულების 0.26 ტონა ოქრო გაიტანა, რაც 2024 წლის იანვრის მაჩვენებლებს 24%-ით აჭარბებს. 2024 წლის იანვარში საქართველომ ექსპორტზე 0.21 ტონა დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო გაიტანა.
მიმდინარე მაჩვენებლებით, საქართველოში მოპოვებული ოქროსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა. სწორედ შვეიცარიაზე მოდის ოქროს ექსპორტის 85%-ი.
2025 წლის იანვარში საქართველოდან ოქრო სულ სამ საექსპორტო ბაზარზე გაიყიდა:
საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ოქროს ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2010 წელ მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 7.19 ტონა ოქრო გაიტანა ექსპორტზე.
უახლესი
7 საათის წინ
ჰენკელი - ექსკლუზიურად გორგიაში