დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ოქროს ექსპორტი იზრდება

საქართველოდან ოქროს ექსპორტი იზრდება

02-06-2023 13:00:34

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ოთხ თვეში საქართველოდან ექსპორტზე $32 მილიონის ღირებულების ოქრო გავიდა. 2022 წლის ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი $28 მილიონი იყო, წლიურ ჭრილში ზრდა12,3%-ია. 

საქსტატისვე მონაცემებით, საქთველოდან ყველაზე მეტი, $98 მილიონის ღირებულების ოქრო ექსპორტზე 2020 წელს გავიდა. 2021 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა $64 მილიონი, ხოლო 2022 წელს $81 მილიონი შეადგინა.  

რაც შეეხება 2023 წელს მსოფლო ბაზარზე ოქროს ფასებს, მაისში ძვირფას ლითონზე ფასი თვიურად 2.1%-ით შემცირდა.

გაურკვევლობისა და მაღალი ინფლაციის პერიოდებში, ოქრო ითვლება ე.წ. safe-haven აქტივად. ამის გამო, ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა 2023 წლის აშშ/ევროპის საბანკო კრიზისის ფონზე, რამაც ხელი შეუწყო ფასების ზრდას ბოლო თვეებში და ოქროს ფასმა 2023 წლის აპრილში 2,000 აშშ დოლარს მიაღწია.

საპროცენტო განაკვეთებთან და, შესაბამისად, აშშ დოლართან უარყოფითი კორელაციის გამო, 2023 წელს მოსალოდნელია ოქროს ფასის ზრდა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოსალოდნელია რომ 2023 წელს ოქროს საშუალოწლიური ფასი გაუტოლდება $1,900.0-ს (+5.5% წ/წ), ხოლო 2024 წელს $1,750.0-ს (-7.9% წ/წ).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები