მიმდინარე წლის 1 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან განხორციელდა 4.5 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 26.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.6 ათასი ტონით (56%-ით), ხოლო ღირებულება - 9.1 მლნ აშშ დოლარით (53%-ით) გაიზარდა.
მოცვი ძირითადად ექსპორტირებულია: რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთში, ნიდერლანდებში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ლურჯი მოცვის ახალი ბაღების გაშენებას; სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 53,5 მლნ ლარის თანადაფინანსებით 2,836 ჰა ფართობი მოცვის ბაღებია გაშენებული.
მიმდინარე წლის მოცვის ექსპორტის ღირებულება 2023 წლის ექსპორტის ჯამურ მაჩვენებელს უკვე აღემატება 5.6 მლნ აშშ დოლარით. რაც შეეხება ექსპორტის რაოდენობას, 2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 3.4 ათას ტონა მოცვი.
უახლესი