დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ექსპორტირებული ვაშლის 96%-ი რუსეთში გაიყიდა

საქართველოდან ექსპორტირებული ვაშლის 96%-ი რუსეთში გაიყიდა

13-02-2024 20:00:00

საქართველოს ვაშლის ექსპორტი 27%-ით შეუმცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანამ ექსპორტზე 9,030.93 ტონა ვაშლი გაიტანა, რომლის საერთო ღირებულებაც 5,791.25 ათასი დოლარი იყო. 2022 წელს კი ექსპორტზე 12,324.86 ტონა ვაშლი გავიდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ვაშლის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა მაქსიმალურ მაჩვენებელს მან 2021 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან 15,539.85 ტონა ვაშლი გავიდა.

2023 წლის სტატისტიკით ქართული ვაშლის ნომერ პირველი მომხმარებელი იყო რუსეთი, სადაც ექსპორტირებული ქართული ვაშლის 96%-ი გაიყიდა. 

2023 წელს ქართული ვაშლი სულ 5 ბაზარზე გაიყიდა.

  • რუსეთი - 8,681.22 ტონა,
  • სომხეთი - 201.92 ტონა,
  • ყაზახეთი - 79.19 ტონა,
  • აზერბაიჯანი - 48.12 ტონა,
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 20.47 ტონა.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები