ბოლო ერთ წელიწადში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი თითქმის განახევრდა (-48%), ხოლო იმპორტი კი - 13%- იან ზრდას აჩვენებს.
2022 წელს ჩინეთი $475 მლნ-ით საქართველოს საექსპორტო პარტნიორებში პირველ ადგილს იკავებდა, წელს მე-7 ადგილზეა - $242 მილიონით.
რას ყიდის საქართველო ჩინეთში - TOP-5 პროდუქტი:
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-ივლისში ჩინეთიდან საქართველოში $701 489.6 ათასის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. 2022 წლის იგივე პერიოდში, იმპორტმა $620 976.9 ათასი შეადგინა.
რას ყიდულობს საქართველო ჩინეთში - TOP-5 პროდუქტი:
2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (495.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (485.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (416.2 მლნ. აშშ დოლარი).
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 2023* წლის იანვარ-ივლისში:
2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 420.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 087.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (975.3 მლნ. აშშ დოლარი).
უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 2023* წლის იანვარ-ივლისში:
2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 687.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 503.7 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 023.1 მლნ. აშშ დოლარი).
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს.
უახლესი