2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 687.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 503.7 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 023.1 მლნ. აშშ დოლარი).
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 7 თვეში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 687.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა . იმპორტი კვლავ მნიშვნელოვნად, დაახლოებით 5-ჯერ აჭარბებს ექსპორტს, კერძოდ, 2023 წლის 7 თვეში ექსპორტი 267 232.1 ათასი აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 1 420 616.2 აშშ დოლარი.
რაც შეეხება საქონელს, რომელსაც საქართველო თურქეთში ყიდის, წელს თურქეთში ყველაზე დიდი მოცულობით გაიყიდა ელექტროენერგია, ტრიკოტაჟის ნაწარმი, ფეროშენადნობები.
თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქციის სათავეშია სამკურნალო საშუალებები, ავტომობილები და შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები,
საქსტატის მონაცემებით, თურქეთიდან საქართველოში მედიკამენტების იმპორტი თითქმის გასამმაგდა. 2022 წელის იანვარ-ივლისში თურქეთიდან ქვეყანაში $37 764.3 ათასის ღირებულების მედიკამენტები შემოვიდა, ხოლო 2023 წელს $78 299.8 ათასის ღირებულების.
საქართველოდან კი თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდა და $70 860.5 ათასი შეადგინა. (2022 წლის 7 თვეში - $60 170.2 ათასი)
თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2023 წლის (იანვარ-ივლისი)
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2023 წლის (იანვარ-ივლისი)
უახლესი