27 თებერვალს თბილისში გაიმართება რეგიონული ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევას „შუა დერეფანი: სექტორული პოლიტიკა და ინვესტიციები, სატვირთო ტრანსპორტის გასამმაგება და გადაზიდვის დროის განახევრება 2030 წლისთვის“.
აზრბაიჯანული მედია, მსოფლიო ბანკზე დაყრდნობით იუწყება, რომ ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების, ასევე სახელმწიფო საწარმოების, კერძო სექტორისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები.
რეგიონული ღონისძიება განიხილავს მსოფლიო ბანკის კვლევის ძირითად მიგნებებს.
ღონისძიების მიზანია რეგიონული მიდგომის შემუშავება დერეფნის ოპერატიული ეფექტურობის გაუმჯობესებისა და არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე „შუა დერეფანი" საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ასევე ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.
იგივე თემაზე:
შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 2025 წლისთვის 10 მლნ ტონამდე გაიზრდება - რა როლი აქვს საქართველოს
უახლესი