საქართველო რეგიონში საშუალო ხელფასით რუსეთსა და სომხეთს ჩამორჩება. ამის შესახებ ინფორმაციას Economy of Armenia, Numbeo-ზე დაყრდნობით Twitter-ზე ავრცელებს.
2023 წლის მონაცემებით, რეგიონში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი სომხეთშია – $623.
მეორე ადგილზეა რუსეთი $502-ით, ხოლო მესამეზე საქართველო $487-ით.
მომდევნო ადგილებს ინაწილებენ თურქეთი - $394, აზერბაიჯანი - $ 372 და ირანი - $271.
საქსტატის მონაცემებით 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასმა 1717 ლარი შეადგინა, რაც $660-ს შეადგენს (კურსით 1$=₾2.6)
უახლესი