დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო რეგიონში პირველია, რომელმაც ევრო გადახდების სივრცეში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადა - ნათია თურნავა

საქართველო რეგიონში პირველია, რომელმაც ევრო გადახდების სივრცეში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადა - ნათია თურნავა

20-07-2023 16:57:24

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ეროვნული ბანკის სათავო ოფისში შეხვდა. საუბარი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს, ფინანსური სტაბილურობის საკითხებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს შეეხო. ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომლებიც სებ-მა საერთაშორისო სანქციების აღსრულებისა და მონიტორინგის მიმართულებით გადადგა. საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში.

შეხვედრაზე აღინიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავამ ევროკავშირის ელჩთან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევრო გადახდების ერთიან სივრცეში (SEPA) გაწევრიანების საკითხზეც და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის საშუალებითაც საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას კიდევ უფრო დაუახლოვდება.

"საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევრო გადახდების სივრცეში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადა. SEPA-ს წევრობა ევროპული ოჯახის წევრობის მიზანს ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობას საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს ევროპულ ეკონომიკურ ზონასთან სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებას. ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს სებ-ის საზედამხედველო ინსტრუმენტების გაუმჯობესებასა და გაძლიერებას, რაც თავის მხრივ, საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები