დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ევროპის რეგიონში, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, ავიაციისა და ტურიზმის სექტორზე – ირაკლი ქარქაშაძე

საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ევროპის რეგიონში, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, ავიაციისა და ტურიზმის სექტორზე – ირაკლი ქარქაშაძე

03-10-2024 17:33:00

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ალმათიში გამართულ საავიაციო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოს აეროპორტებში საავიაციო უშიშროების მიმართულებით ბოლო წლებში გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საავიაციო უშიშროების აუდიტმა საუკეთესოდ შეაფასა.


„ICAO-ს აუდიტმა აღიარა, რომ საქართველომ წარმატებით ჩააბარა საავიაციო უშიშროების აუდიტი და გააუმჯობესა საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის მაჩვენებლები 89.75%-ით, რაც საქართველოს აეროპორტებში ამ მიმართულებით გატარებული ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია.
მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ჩვენ მაღალი სტანდარტებით უზრუნველვყოფთ მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, მომსახურე პერსონალის დაცვას ტერორისტული თუ სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან. სამოქალაქო ავიაციის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების მიერ, ყველა აუცილებელი ზომა ტარდება, რომ ჩვენი აეროპორტები, ისევე როგორც საჰაერო ხომალდები დაცული იყოს შესაძლო თავდასხმისგან.
ამ კუთხით, საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ევროპის რეგიონში, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, ავიაციისა და ტურიზმის სექტორზე და ჩვენი ქვეყანა საავიაციო ბაზარზე კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება,-“განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ქარქაშაძემ.


3-დღიან ღონისძიებას სახელწოდებით ,,საავიაციო უსაფრთხოება თანამედროვე ეპოქაში“- ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიის საავიაციო და სააეროპორტო ხელისუფლებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენცია უმსხვილესი ჩინური კომპანია NUCTECH-ის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც მსოფლიოში აეროპორტების საავიაციო უსაფრთხოების აღჭურვილობის და ინსპექტირების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. უსაფრთხოების მიმართულებით NUCTECH-ს აღჭურვილი აქვს მსოფლიოს 450 აეროპორტი, მათ შორის საქართველოს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტები.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები