დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი კასპიის ზღვიდან ევროპაში "მწვანე ენერგიის" გადასატანად ერთობლივ საწარმოს შექმნიან

საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი კასპიის ზღვიდან ევროპაში "მწვანე ენერგიის" გადასატანად ერთობლივ საწარმოს შექმნიან

25-07-2023 13:40:53

აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი (JV) კასპიის ზღვიდან ევროპაში „მწვანე ენერგიის“ გადასატანად ერთობლივ საწარმოს შექმნიან, ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა.

„ბუქარესტში, კასპიის ზღვიდან ევროპაში „მწვანე ენერგიის“ გადაცემის პროექტის განსახორციელებლად, ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა კოლეგებთან რუმინეთიდან, საქართველოდან და უნგრეთიდან“, - წერს შაჰბაზოვი სოციალურ ქსელში. 

როგორც ცნობილია, 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ Black Sea Energy წყალქვეშა 1000 მეგავატი სიმძლავრის და 1195 კმ სიგრძის კაბელის მშენებლობაზე. ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება.

ევროკომისია გეგმავს გამოყოს 2,3 მილიარდი ევრო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებისათვის, რომელიც ყველაზე გრძელი იქნება მსოფლიოში.

ამ დროისათვის საქართველო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ახორციელებს. აღნიშნული კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და მისი დასრულება 18 თვის ვადაშია დაგეგმილი.

პროექტის სრულყოფილი კვლევა და შეფასება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის აქტიური ჩართულობით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ არის ინიციირებული. კვლევის ფარგლებში, სსე აქტიურად თანამშრომლობს რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთან - Transelectrica. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან პროექტის თაობაზე პერიოდული კონსულტაციები ტარდება რუმინეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების შესაბამის სამინისტროებთან, ხოლო სსე-ის მხრიდან - ზემოაღნიშნული ქვეყნების შესატყვის ენერგეტიკულ კომპანიებთან.

„საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები