საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცახდებით, საქართველო არის პატარა და ღია ეკონომიკა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული რეგიონისა და ზოგადად, გლობალურ ეკონომიკასთან, ასევე ეკონომიკურ პროცესებთან.
ამის შესახებ მან გიორგი აბაშიშვილთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, არ არის ხოლმე მარტივი, როდესაც ამ ვითარებაში სახელმწიფოები იღებენ გადაწყვეტილებებს სანქციებთან დაკავშირებით, რომლის სიღრმეებიც საკმაოდ დიდია და აქ ძალიან მკაფიო ზღვრები რთულად გასავლებია.
„ჩვენ ვცადეთ მეტ-ნაკლებად დაბალანსებული მიდგომა გვქონოდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს არ დააზიანებს და ამავე დროს, ვიქნებოდით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრები.
არ არის ეს მარტივი გადაწყვეტილებები, იმიტომ, რომ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. ჩვენ გვინდა მეტი ეკონომიკური შედეგი, მეტი წინსვლა, მეტი განვითარება - საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა ინტეგრირებული გლობალურთან და მჭიდროდაა დაკავშირებული რეგიონის ეკონომიკასთან, ამიტომ ჩვენთვის ასეთი გადაწყვეტილებები საკმაოდ მგრძნობიარეა ხოლმე.
ვფიქრობ, რომ დაბალანსებული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკით შევძელით, რომ ომის დაწყებიდან და რთული გეოპოლიტიკური ვითარების შექმნიდან დღემდე საქართველო წარმატებით ახორციელებს ამ გადაწყვეტილებებსაც და, ზოგადად, ეკონომიკურ პოლიტიკას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
უახლესი
1 საათის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს1 საათის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა