დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ზრდა შეინიშნება - Camex Airlines

საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ზრდა შეინიშნება - Camex Airlines

07-05-2024 13:00:00

საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ზრდა შეინიშნება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ქართული სატვირთო ავიაკომპანია Camex Airlines-ის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ზრდაა, პატარა ტრეიდერებისთვის ჯერჯერობით ხელსაყრელი პირობები არ დამდგარა.

​„თუმცა, რაც შეეხება თვითმფრინავის ტიპებს ჩვენი საჰაერო ხომალდებისთვის, ანუ მცირე ზომის ტრეიდერებისთვის ჯერჯერობით ხელსაყრელი პირობები არ არის შექმნილი, მაგრამ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, გარკვეულ მარშრუტებზე მოვახდინოთ ოპერირება. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. თუმცა ხანდახან ევროპაშიც გვაქვს საჰაერო გადაზიდვები“, - აცხადებს სეთირურიძე.

რაც შეეხება ავიაკომპანიის გეგმებს, დაახლოებით 2 თვეში გადაწყდება მოხდება თუ არა ავიაპარკის ზრდა.

„ჯერჯერობით ვაკვირდებით ბაზრის განვითარებას და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას ავიაპარკის ზრდაზე. ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, რადგანაც გვინდა რომ ყველაფერი სწორი გათვლების შედეგად იყოს მიღებული. სადღაც 2 თვეში უკვე გვეცოდინება რას ვგეგმავთ“, - აღნიშნა Camex Airlines-ის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ბორტის სველი ლიზინგით გაცემასაც განუხილავს, რაზეც მოლაპარაკებები Camex Airlines-ს უკვე რამდენიმე ავიაკომპანიასთან აქვს. 

ქართული სატვირთო ავიაკომპანია Camex Airlines-ი  ამ დროისათვის სამი საჰაერო ხომალდით ოპერირებს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს Camex Airlines-მა ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების ვალიდაცია წარმატებით გაიარა და შეუძლია ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტებში ტვირთებისა და ფოსტის მიწოდება უზრუნველყოს. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები