საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრის მონაცემებით, ყველაზე ახალგაზრდა საჰაერო ხომალდი 2022 წელსაა გამოშვებული.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კერძო მფლობელობაში სულ 19 საჰაერო ხომალდია, საიდანაც ყველაზე ხანდაზმული 1966 წელსაა გამოშვებული და მისი მფლობელი ავიაკომპანია ServiceAir-ია.
საუბარია Cessna 182J-ზე, რომელიც ქართულ რეესტრში 2004 წლის ივლისიდან ირიცხება.
რაც შეეხება ყველაზე ახალ საჰაერო ხომალდებს, რეესტრში 2022 წელს გამოშვებულები სულ 3 ხომალდია. აღნიშნული ხომალდებიდან ორი სახელმწიფო რეესტრში 2022 წლიდანვე ირიცხება, ხოლო მესამე 2023 წლიდან.
Aeroprakt A-22LS, რომელიც 2022 წელსაა გამოშვებული კერძო პირების დიმიტრი მახათაძისა და ირაკლი ლოლაშვილის მფლობელობაშია.
2022 წელს გამოშვებული Aeroprakt A-22LS-ის მფლობელია ასევე საავიაციო უნივერსიტეტი, ხოლო 2022 წელს გამოშვებულ T206H-ს კომპანია "სი ელ ავიაცია" ფლობს.
ფლობის გარდა 15 საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ქართული კომპანიები არიან, რომელთაგან ყველაზე ხანდაზმული საჰაერო ხომალდი 1974 წელსაა გამოშვებული და მისი ექსპლუატანტი კომპანია Aviacopter-ია.
საუბარია BO105S-ზე (CBS4), რომელიც ქართულ რეესტრში 2021 წლიდან ირიცხება. ყველაზე ახალგაზრდა კი Boeing 737-86N-ია, რომელიც 1999 წელსაა გამოშვებული და მისი ექსპლუატანტი Georgian Airlines-ია.
PS. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე სახელმწიფო რეესტრის ბოლოს განახლება 1-ელი აგვისტოთია დათარიღებული. თუმცა აგვისტოს შემდეგ ქართულ ავიაციაში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების კუთხით გარკვეული ცვლილებები მოხდა და ავიაპარკში გარკვეული მატება დაფიქსირდა.
უახლესი
7 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა