დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საგურამოს პროექტში, პირველ ეტაპზე აშენებული კერძო სახლების 90% გავყიდეთ - სასტუმროების ქსელი მგზავრები

საგურამოს პროექტში, პირველ ეტაპზე აშენებული კერძო სახლების 90% გავყიდეთ - სასტუმროების ქსელი მგზავრები

24-01-2024 15:00:00

საგურამოს პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე აშენებული კერძო სახლების 90% გავყიდეთ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „სასტუმროების ქსელი მგზავრების“ დირექტორის მოადგილემ მადლენა მანუსაჩიანმა განუცხადა.

მისი თქმით „მგზავრების უბანი საგურამოში“ კერძო ბინებზე მოთხოვნა დაფიქსირდა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე აშენებული 40 სახლიდან, მხოლოდ 3 პროექტი დარჩა გასაყიდი.

„სასტუმროების ქსელი მგზავრების“ წარმომადგენელი 2023 წელს კომპანიის საქმიანობაში დადებითად აფასებს.

მისი თქმით „მგზავრების უბანი საგურამოში“ პროექტის ფარგლებში კიდევ 50 სახლის აშენება იგეგმება.

„მგზავრების უბანი საგურამოში“ 5 ჰექტარზე იქნება განთავსებული. ჯამში, კომპლექსში გათვლილია 100 კერძო სახლის მშენებლობა. კომპლექსში იქნება ორი აუზი, კორტები, ფეხბურთის მოედანი, რეკრეაციული ზონა.

„2023 წელს დიდი წინსვლა გვქონდა ამ პროექტში. დავასრულეთ ინფრასტრუქტურა. 2024 წლის გაზაფხულზე გაიხსნება რესტორანი აუზთან და გეგმაში გვაქვს კომპლექსამდე მიმავალი გზის დაგება. გაყიდვებს რაც შეეხება აქტიური იყო ზაფხულის პერიოდი - სექტემბრამდე“, - ამბობს „სასტუმროების ქსელი მგზავრების“ წარმომადგენელი.

რაც შეეხება ფასებს, პროექტის მიხედვით ინდივიდუალურია. ამ დროისთვის კომპლექსში სახლი, ორი საძინებლით, დასრულებული რემომნტითა და ტექნიკით, ორი საპარკინგე ადგილით, გამწვანებული ეზოთი  $85 ათასი ღირს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები