ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 677 846 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 23 286 999 ათასი ლარია.
2024 წლის აპრილში 2023 წლის აპრილთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 1,5%-ითაა გაზრდილი.
ფინანსთა სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 552 848 ათასი დოლარი იყო.
2024 წლის აპრილის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 283 126 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 22 227 768 ათასი ლარია.
აპრილის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 229 436 ათასი დოლარია, ანუ 16 716 692 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)
უახლესი