დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.9%-ით გაიზარდა

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.9%-ით გაიზარდა

15-05-2023 11:39:03

2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 491.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 21.9 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 960.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 23.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 531.0 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 21.2 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-აპრილში 2 571.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მაისს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები