ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ, 2014 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებას.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, შერაზ გასრიმ.
ცვლილებებით გათვალისწინებულია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის შვილობილი კომპანიის „ექპერტიზ ფრანსის“ (Expertise France) ინტეგრირება AFD-ის ჯგუფში და შესაბამისად ექპერტიზ ფრანსისთვის ისეთი განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება, როგორითაც სარგებლობს საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს ტერიტორიაზე.
ასევე, ხელი მოეწერა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას - ურთიერთგაგების მემორანდუმს 2024-2027 წლებისთვის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბერტრანდ უოლკენერმა.
შეთანხმების შესაბამისად დასახული იქნა მომდევნო წლებში თანამშრომლობის შემდეგი პრიორიტეტული სფეროები: სოფლის მეურნეობა და ირიგაცია, გარემოს დაცვა, კერძო სექტორის განვითარება, მმართველობა, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, ურბანული განვითარება და ენერგეტიკა.
„საქართველოში სამუშაო ვიზიტით ვიმყოფები. ხელი მოვაწერეთ ორ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. პირველს ხელი მოწერეს საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ის საშუალებას მოგვცემს ტექნიკური დახმარება გამოვუყოთ საქართველოს ხელისუფლების მომართვის საფუძველზე, მომდევნო წლების განმავლობაში.
ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ექსპერტული ცოდნის გაზიარებას გულისხმობს სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, წყალმომარაგების სისტემების მართვის და ყველა სხვა მიმართულებით, რაც მიიჩნევა ძალიან მნიშვნელოვან სფეროებად.
მეორე შეთანხმება, რომელსაც მე მოვაწერე ხელი მინისტრთან ერთად, გახლავთ ურთიერთგაგების მემორანდუმის განახლებული ვერსია, რომელიც გზას გაუხსნის ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას 2024-2027 წლებში ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ტრანსპორტი. ეს მიმართულებები არის შესაძლო სფეროების მხოლოდ რამდენიმე მაგალით იმის დასტურად, რომ წვლილის შეტანა და განვითარება შეგვიძლია საქართველოს ეკონომიკის მომავალში ინვესტირებით“, - განაცხადა სინქრონი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) გენერალური დირექტორის მოადგილემ ბერტრანდ უოლკენერმა.
უახლესი