სებ-ი ვერ იქნებოდა გამონაკლისი გლობალური ტენდენციების, ის გეოპოლიტიკური ვითარება, გამძაფრებული ინფლაციური ფონი რაც გლობალურად დაფიქსირდა, გახდა გახდა იმ გადაწყვეტილების მიზეზი, რაც სებ-მა მიიღო, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, სებ-მა ისტორიაში პირველად, რეზერვებში მონეტარული ოქრო ცოტა ხნის უკან განათავსა.
„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები არის ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი. ამას აკვირდება ინვესტორი, ამას აკვირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ჩვენი კრედიტორები. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ქვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნოს მდგრადობა შოკების შემთხვევაში, თავი აარიდოს საგადამხდელო ბალანსის პრობლემებს და გაუმკლავდეს მაკროეკონომიკურ და ფინანსურ ტურბულენტობას. ეს რა თქმა უნდა ამცირებს ქვეყნის რისკ-პრემიას და დაფინანსების მოზიდვა გაცილებით ნაკლებ ფასად შეიძლება. რაც ინვესტიციებს და ქვეყნის დაფინანსებას აუმჯობესებს. ანუ ეს გარკვეულწილად არის ბუფერი, რომელიც ეკონომიკური ტურბულენტობის შემთხვევაში ქვეყანას თავის დაცვის საშუალებას აძლევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მცირე ეკონომიკისთვის და ისეთი მაღალი დოლარიზაციის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და შესაბამისად რეზერვების დაგროვება იყო და იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი პრიორიტეტი, ამ მიმართულებით ჩვენ ყველა შესაძლო შემთხვევას ვიყენებთ, როცა ბაზარი საშუალებას გვაძლევს, რომ რეზერვები დავაგროვოთ და მისი ადეკვატურო დონე შევინარჩუნოთ. კიდევ ერთხელ, რეზერვების ადეკვატურო დონე სიგნალია, გარკვეულწილად გარანტია იისა, რომ ყველას აქვს უნარი გაუმკლავდეს ეკონომიკურ შოკებს“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
უახლესი
5 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო5 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი