დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საერთაშორისო სანქციების შესრულებაზე ჩვენს პოლიტიკაში ცვლილება არ იქნება - ლაშა ხუციშვილი

საერთაშორისო სანქციების შესრულებაზე ჩვენს პოლიტიკაში ცვლილება არ იქნება - ლაშა ხუციშვილი

29-09-2023 16:52:24

საქართველო ამ ბრძანებამდეც და ბრძანების შემდეგაც ასრულებდა საერთაშორისო სანქციებს და მომავალშიც შეასრულებს. ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკაში ცვლილება არ იქნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ სანქცირების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა გავლენა ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენაზე, ფინანსთა მინისტრის განცხადებით ფონდს აღნიშნულ საკითხზე საჯარო პოზიცია დაფიქსირებული აქვს. 

„ამ მიმართულებით ფონდს საჯაროდაც აქვს პოზიცია გაცხადებული. ზოგადად რაც შეეხება სანქციებთან დაკავშირებით კითხვას [მიიღებდა თუ არა იგივე გადაწყვეტილებას რაც ნათია თურნავამ მიიღო] ამის განხილვაში ვერ შევალ და ბუნებრივია ვერ ვიტყვი რა იქნებოდა. ხაზგასასმელი არის ის, რომ საქართველო ამ ბრძანებამდეც და ბრძანების შემდეგაც ასრულებდა საერთაშორისო სანქციებს და მომავალშიც შეასრულებს საერთაშორისო სანქციებს. ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკაში ცვლილება არ იქნება. ,”- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სანქციების შესრულება ქვეყნისთვის და როგორც ვაჭრობის ნაწილში, რომლის რეგულატორიც არის ფინანსთა სამინისტრო და ისე საფინანსო ნაწილში, რომლის რეგულატორიც ეროვნული ბანკია. 

„სანქციების შესრულება გაგრძელდება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი რაც შეგვიძლია მივიტანოთ ჩვენს პარტნიორებამდე და მეორეს მხრივ ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ რაიმე შეკითხვა იქნება კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით და გარკვეული შეშფოთებები საჯაროდ მოვისმინეთ ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო მზად არის ყველა ამ კითხვას გასცეს პასუხი. მე დარწმუნებული ვარ რომ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით კითხვებს გაეცემა ყველა მიმართულებით ისეთი პასუხი, რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნება  ჩვენი პარტნიორებისთვის. შესაბამისად კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ საერთაშორისო სანქციები საქართველოში არ ირღვეოდა არც ბრძანების მიღებამდე და არც აღნიშნული ბრძანების მიღების შემდეგ“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები