დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,სადილი“ FSSC სერტიფიკატის მფლობელი გახდა

,,სადილი“ FSSC სერტიფიკატის მფლობელი გახდა

21-10-2023 15:33:13

„ჯეონატურალსის“  პროდუქცია „სადილის“ ბრენდით,  FSSC სერტიფიკატის მფლობელია.  როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული სერტიფიკატის ქონა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ექსპორტზე პროდუქცია დაუბრკოლებლად გავიდეს და წვდომა ჰქონდეს ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე, სადაც მოთხოვნა აქვთ მაღალი ხარისხის პროდუქციაზე. ამისთვის ,,სადილი“ უკვე ყველა პირობას აკმაყოფილებს.
როგორც კომპანიის მარკეტინგის კონსულტანტი ამიკო კალანდია Business Insider Georgia- თან ამბობს, ამ ეტაპზე კომპანია ,,ჯეონატურალსი“ მზად არის აშშ-ში ექსპორტისთვის, რაზეც მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია  ეს სერტიფიკატი ჩვენი კომპანიისა და კონკრეტულად, ,,სადილის“ ბრენდისთვის. ამით გაგვეხსნა საერთაშორისო ბაზრები, რაც რეალურად გვინდოდა.  აქამდე სერტიფიკატის არქონა გარკვეულ ბაზრებზე პოზიციონირებისთვის ხელს გვიშლიდა, ახლა ეს ბარიერი მოიხსნა. შეგვიძლია პროდუქცია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გავიტანოთ ექსპორტზე, მათ შორის, აშშ-ში, სადაც გლობალურ გამოფენაზე გახლდით და ჩვენი პროდუქციის მიმართ დიდი ინტერესი გამოიკვეთა. აქედან გამომდინარე, საჭიროება გაჩნდა, რომ FSSC სერტიფიკატი გაგვევლო. ახლა უკვე ამერიკის ბაზარზე აქტიურ მოლაპარაკებას ვიწყებთ“, - ამბობს ამიკო კალანდია.

მისი ინფორმაციით,  სასერტიფიკატო პროცესის გავლაში ,,სადილს“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა დაეხმარა.
ამ ეტაპზე ,,სადილი“  აზერბაიჯანში გადის.  კომპანია ექსპორტის გაფართოებას აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს. 
ცნობისთვის, FSSC 22000 გავლენას ახდენს სურსათის გლობალურ უსაფრთხოებაზე. სქემა უზრუნველყოფს სერტიფიცირების მოდელს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სურსათის მიწოდების მთელ ჯაჭვში, რათა უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის სტანდარტები და პროცესები. 
FSSC 22000 არის GFSI აღიარებული და მიჰყვება კვების ჯაჭვის კატეგორიის აღწერას, როგორც ეს განსაზღვრულია ISO/TS 22003-ში.

რაც შეეხება ,,ჯეონატურალსის“, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, რომელიც სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ,,სადილის“ წლიური წარმადობა 2 500 000 ქილა კონსერვია. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები