წიწიბურას იმპორტი 13%-ით შემცირდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 3,201.72 ტონა წიწიბურას იმპორტი განახორციელა, რაშიც 1,419.40 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებით კი საქართველოში სხვადასხვა ბაზრებიდან 3,685.56 ტონა წიწიბურა შემოვიდა.
2024 წლის ექვს თვეში საქართველოში წიწიბურას იმპორტი სულ სამი ქვეყნიდან განხორციელდა, თუმცა მთლიანად წიწიბურას იმპორტის თითქმის 100%-ი მოდის ერთ ქვეყანაზე.
ქვეყნები, საიდანაც საქართველომ წიწიბურა იყიდა:
ბოლო წლების სტატისტიკით ქვეყანაში წიწიბურად იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს 2023 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოში 8,784.08 ტონა წიწიბურას იმპორტი განხორციელდა.
უახლესი