დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო სათამაშოებს

სად ყიდულობს საქართველო სათამაშოებს

11-08-2023 11:00:32

საქართველოში სათამაშოების იმპორტი 13%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ უცხოეთის ბაზრებიდან 14,408.37 ათასი დოლარის ღირებულების სათამაშოები შემოიტანა, მაშინ როდესაც გასული წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი 12,763.24 ათასი დოლარის ფარგლებში იყო.

ბოლო წლების სტატისტიკით ქვეყანამ ღირებულებით ნაწილში ყველაზე დიდი რაოდენობით 2022 წელს იყიდა. საანგარიშო წელს საქართველოში 29,457.04 ათასი დოლარის სათამაშოების იმპორტი განხორციელდა.

მიმდინარე მაჩვენებლებით კი საქართველოში იმპორტირებული სათამაშოების 55$-ი ჩინეთიდან შემოდის.

სად ყიდულობს საქართველო სათამაშოებს - ტოპ-5 ქვეყანა: 

  • ჩინეთი - 7,982.40 ათასი დოლარი,
  • თურქეთი - 1,181.45 ათასი დოლარი,
  • ჰონ-კონგი - 1,086.90 ათასი დოლარი,
  • ჩეხეთი - 826.68 ათასი დოლარი,
  • ნიდერლანდები - 496.08 ათასი დოლარი.

ირკვევა, რომ საქართველოში იმპორტირებული სათამაშოების მხოლოდ 23%-ია ევროპული.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები