დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო ნავთობპროდუქტებს

სად ყიდულობს საქართველო ნავთობპროდუქტებს

02-01-2024 11:00:00

2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 1,053,007.82 ათასი დოლარის ღირებულების 1,283,088.55 ტონა  ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა, რაც 5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან. 2022 წლის 11 თვეში ქვეყანაში 1,219,800.31 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტი დაფიქსირდა.

ქვეყანაში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 56%-ი რუსეთზე მოდის. მეორე იმპორტიორი ქვერყანა კი რუმინეთია, რომელზეც ნავთობიმპორტის იმპორტის 14%-ი ნაწილდება.

სად ყიდულობს საქართველოს საწვავს - TOP-5 ქვეყანა

  • რუსეთი - 721,824.95 ტონა,
  • რუმინეთი - 174,353.92 ტონა,
  • აზერბაიჯანი - 96,859.40 ტონა,
  • ბულგარეთი - 83,810.33 ტონა,
  • თურქმენეთი - 83,405.24 ტონა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები