დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო მარილს

სად ყიდულობს საქართველო მარილს

12-04-2023 10:00:13

საქსტატის მონაცემებით, ორ თვეში საქართველომ 19,319.20 ტონა მარილი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებზე 3%-ით მეტია.

2022 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში მარილის იმპორტმა 18,720.97 ტონა შეადგინა. მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოში იმპორტირებული მარილის 60.5%-ზე თურქეთზე მოდის.

ბოლო 14 წლის სტატისტიკით კი საქართველომ ყველაზე მეტი მარილი 2022 წელს იყიდა, სულ 69,810.67 ტონა რაშიც $6,134.95  გადაიხადა გადაიხადა. 2022 წლის მაჩვენებლები კი 2021 წელთან  შედარებით 21%-იან ზრდას აჩვენებს.

2022 წლის მონაცემებით ქვეყანაში იმპორტირებული მარილის 52%-ი თურქეთზე მოდის - 36,070.32 ტონა.

მეორე ადგილზეა ირანი, საიდანაც ქვეყანამ პროდუქტის 31%ი შემოიტანა, სულ 21,959.71 ტონა. მესამე ადგილზე კი აზერბაიჯანია საიდანაც მოხმარებული მარილის 11%-ი - 7,407.59 ტონა იყიდა.

2022 წლის მაჩვენებლებით ევრიკავშირიდან მარილის იმპორტის წილი 1%-ს შეადგენს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები