დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო ატამს

სად ყიდულობს საქართველო ატამს

05-07-2023 13:00:24

 

მიმდინარე წელს საქართველომ 59.75 ათასი დოლარის ღირებულების 205.88 ტონა ატამი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 199%-იან ზრდას აჩვენებს.

2022 წლის ხუთი თვის სტატისტიკით ქვეყანამ 68.92 ტონა ატამი (ახალი ატამი, ნექტარინების ჩათვლით) იყიდა.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2023 წელს საქართველოში ატმის იმპორტი 2 ქვეყნიდან განახორციელა თუმცა ნომერ პირველი და უპირობო ლიდერი თურქეთია.

სწორედ თურქეთზე მოდის საქართველოში იმპორტირებული ატმის თითქმის 100%-ი.

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოს მიერ ნაყიდი  205.88 ტონა ატმიდან 205.83 ტონა თურქეთიდანაა იმპორტირებული, ხოლო დარჩენილი 0.05 ტონა ნიდერლანდებიდან.

2022 წელს 2021 წელთან შედარებით საქართველოში ატმის იმპორტი 6%-ით შემცირდა თუმცა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა იქნება, რადგანაც მიმდინარე 5 თვის მაჩვენებელი 2022 წლის მთლიან მაჩვენებელს უკვე აჭარბებს.

ბოლო 18 წლის სტატისტიკით საქართველოში ატმის იმპორტმა მაქსიმუმს 2018 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 878.56 ტონა ატმის იმპორტი განახორციელა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები